სამხედრო მოსამსახურეები სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ
14-09-2017, 01:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირებს შესაბამისი უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში 1374 ჯარისკაცი. 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს, საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა და მადლობის სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა.

 


უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბორჯომის ხეობაში განაგრძეს. სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც მონაწილეობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი