რუსეთ-ბელარუსის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები პოლონეთის და ბალტიის რესპუბლიკების შეშფოთებას იწვევს
14-09-2017, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა და ბელარუსმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „Запад-2017“ („ზაპად-2017“) წამოიწყეს, რომელმაც მეზობელი ნატო-ს წევრი ქვეყნები აანერვიულა.
 


2014 წლის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ეს რუსეთისთვის ერთ-ერთი უდიდესი წვრთნებია.

 


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ წვრთნებში დაახლოებით 12,700 ჯარისკაცი მონაწილეობს, თუმცა ნატოს ექსპერტების ვარაუდით, სამხედროთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

 


როგორც BBC იუწყება, ბელარუსში მიმდინარე წვრთნებში ჩართულია ჯავშანტექნიკა, საომარი ხომალდები და თვითმფრინავები.

 


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ეს წვრთნები უკრაინაზე თავდასხმის შესავალი შეიძლება იყოს. კიევმა უკრაინის საზღვრებთან დაცვა გააძლიერა.

 


პრო-რუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილს აკონტროლებენ და მათმა უკრაინელ ჯარისკაცებთან გაუთავებელმა დაპირისპირებამ 2015 წლის თებერვალში მინსკში დადებულ ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ძირი გამოუთხარა.

 


ნატო რუსეთს ბრალს სდებს აჯანყებულების იარაღით და ჯარისკაცებით დახმარებაში. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ აჯანყებულთა შორის რუსი „მოხალისეებიც“ არიან.

 


ბელარუსის მთავრობამ განაცხადა, რომ „ზაპად-2017“-ში ჩართული რუსეთის ძალები ბელარუსს სრულად 30 სექტემბერს დატოვებენ. წვრთნების დასრულების ოფიციალური თარიღი 20 სექტემბერია.

 

 

 


ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რუსეთმა შესაძლოა ჯარების გარკვეული რაოდენობა დატოვოს ბელარუსში.

 


მიმდინარე წელს ნატომ პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვაში და ლატვიაში, რომელიც ბელარუსს და რუსეთს ესაზღვრება, ოთხი ბატალიონი გაგზავნა (სულ 4,530 ჯარისკაცი).

 


29 სახელმწიფოსაგან შემდგარ დასავლურ ალიანსს ბალტიის რესპუბლიკებში საჰაერო მისიაც აქვს.

 


შვედეთმაც, რომელიც ნატო-ს წევრი არ არის, ასევე წამოიწყო სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით Aurora 17, რომელიც 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია და BBC-ის ცნობით, მასში შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა მოკავშირეების ჯარისკაცები, საერთო ჯამში, დაახლოებით 1 500 სამხედრო მონაწილეობს, ხოლო თავად შვედეთიდან აღნიშნულ წვრთნებში, რომელიც 20 სექტემბრამდე გაგრძელდება, 19 000-ზე მეტი შვედი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. წვრთნები სტოკჰოლმთან, მალარენის რეგიონში და ბალტიურ კუნძულ გოტლანდზე იმართება.

 


„ზაპად-2017“-ის წვრთნების სცენარია ბელარუსში „საბოტაჟის შემქმნელებისა“ და „ტერორისტების“, რომელთაც გამოგონილი ქვეყანა ვეიშნორია უჭერს მხარს, შეიარაღებული აჯანყება. რუსეთის ძალების ბელარუსში განლაგება კი იმისთვის ხდება, რომ ჩაახშონ აჯანყება.

 


მთავარი მიზანია ამ ორი ქვეყნის სამხედრო შტაბების ინტეგრირება რეალისტურ საბრძოლო სცენარში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბელარუსი 7,200 ჯარისკაცის მობილიზებას ახდენს, რუსეთი კი - 5,500 ჯარისკაცის.

 

 

 


რუსეთის ტერიტორია კალინინგრადი, რომელიც პოლონეთსა და ლიტვას შორისაა მოქცეული, ასევე ჩართულია წვრთნებში.

 


ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ახლო კავშირი აქვს რუსეთთან, თუმცა წლების მანძილზე ვაჭრობასთან დაკავშირებით პერიოდულ პაექრობებსაც ჰქონდა ადგილი.

 


პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ანტონი მაჩიერევიჩი მათ შორისაა, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს „ზაპად-2017“-ის გამო.

 


„წვრთნები ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს, მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს რუსეთი“, უთხრა მან პოლონურ ტელეარხს. „ის საკმაოდ შორსაა თავდაცვისგან, ის არის აგრესიული და ეს არის სახიფათო“.

 


ესტონეთის პარლამენტის წევრმა, ჰანეს ჰანსომ განაცხადა, რომ იგი ესაუბრა „ბელარუსელ კოლეგებს“ „სუვალკის დერეფნის“ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე - სასაზღვრო ზოლი, რომელიც კალინინგრადს ბელარუსისაგან აცალკევებს.

 


„რუსეთისთვის ლოგიკური იქნება შეეცადოს ჩვენს მოწყვეტას, რაც მათ უკვე გამოყენებული აქვთ“, თქვა მან და დაამატა, რომ ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს იგი, რომ „მათი ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ამგვარი რამისათვის“.

 

 

ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა განაცხადა: „ჩვენ არ უნდა მოვუხაროთ ქედი დაშინებას“. მან „ზაპადი“ აღწერა, როგორც მცდელობა შეაშინონ ბალტიის სახელმწიფოები, რომ მათ თავი დაუცველებად იგრძნონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი