საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული კაპრალის შვილი პირველ კლასში პირადად მიიყვანა
15-09-2017, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი - გიორგი კვიწინაძე პირველ კლასში პირადად მიიყვანა.

 

 

ალექსანდრე კვიწინაძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბაზა „შირგაზზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წელს დაიღუპა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დაღუპული სამხედროს შვილი თბილისის №108 საჯარო სკოლაში სახლიდან პირადად მიაცილა, სწავლის დაწყება საჩუქარებით მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს ინტერესებისათვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა და მათ შვილებზე მზრუნველობა თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალებისა და სრულიად საქართველოს მოვალეობაა.

 

 

„პარალელურად, დღეს პირველ კლასში საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილები თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდნენ.

 


წელს საჯარო სკოლაში სწავლა საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცის ოთხმა შვილმა დაიწყო“, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი