ფინანსთა მინისტრის მოადგილემ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ წარადგინა
15-09-2017, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

 

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდი მიმოიხილა და ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.

 


„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ის ოდენობითაა დაგეგმილი თუმცა, წინასწარი, ივლისის თვის მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი 4,4%-ს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე, დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5,7 % შეადგინა. სავაჭრო ბრუნვა ექვს თვეში გაზრდილი იყო 13,5%-ით და 7 თვის მონაცემებით 5 მლრდ 675,2 მლნ დოლარი შეადგინა. 6 თვის განმავლობაში ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებთან რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 1 მლრდ 303,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 10,9%-ით მეტია. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 9 540 000.0 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 4 283 814.2 ათასი ლარი“, განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 


„საგადასახადო შემოსავლების შესრულება შეადგენს 105, 1%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 284 460.0 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ხოლო 8 თვის მდგომარეობით მიღებული სახსრები შეადგენს 208,8 მლნ ლარს. სხვა შემოსავლებში მობილიზებულია 258,9 მლნ. ლარი, რაც წლიური გეგმის 67%-ს აღემატება. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 11 415 475.0 ათასი ლარით. 6 თვის მდგომარეობით გაწეული ხარჯი შეადგენს 5 326 569.4 ათასი ლარს, რაც 6 თვის დაგეგმილი მაჩვენებლის 95.1%-ია.

 

 

წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არსებულ მდგომარეობას, პენსიის ოდენობის გაზრდას, საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, ინფლაციის მაჩვენებელსა და მიზეზებსა შეეხებოდა.

 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრთა განცხადებით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიში პარლამენტში ფინანსთა მინისტრს უნდა წარმოედგინა“, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი