გიორგი კვირიკაშვილი: „სამეგრელომ ბევრი სირთულე გადაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, ვერაფერმა ვერ გატეხა მეგრელები“
16-09-2017, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ სამეგრელომ, წლების განმავლობაში, ბევრი სირთულე გადაიტანა, „მაგრამ საბედნიეროდ, ვერაფერმა ვერ გატეხა მეგრელები“. მან აღნიშნა, რომ როგორც სამეგრელოს, ასევე ზემო სვანეთს „მართლაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს“.

 


„ეს პოტენციალი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ეს მხარე უნდა ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რეგიონად“, თქვა კვირიკაშვილმა და პირობა დადო, რომ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან ექნება „უწყვეტი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ამ რეგიონის გაძლიერება და თითოეული ადამიანის ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი“.

 


„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აქ მაქსიმალურად განვითარდეს წარმოება. სამეგრელო-ზემო სვანეთში მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებით 500-მდე პროექტი დავაფინანსეთ. ასევე დაფინანსდა და გაიცა შეღავათიანი სესხები ინდუსტრიული წარმოებისა და სასტუმრო სექტორის განვითარებისთვის.

 


„მართლაც ძალიან საამაყოა, რომ თბილისის მერე ტექნოლოგიური პარკი სწორედ ზუგდიდში გავხსენით. ეს ტექნოპარკი აღჭურვილია იმაზე უფრო უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, ვიდრე თბილისის ტექნოპარკია. ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს სთავაზობს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, დამწყები ბიზნესის სტიმულირებისთვის, ახალი და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებისთვის, არსებული ბიზნესების განვითარებისა და გაფართოებისთვის, და რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

 


რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი გლეხი და ფერმერი იღებს დახმარებას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის და ამ სარგებელმა ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში გაიხსნა 22 ახალი წარმოება და გაფართოვდა 37 არსებული წარმოება. მათი ჯამური ინვესტიცია 27 მილიონ დოლარზე მეტია“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი