აბაშის მერობის კანდიდატი: „მოსახლეობას ვპირდები, რომ ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას“
16-09-2017, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი აბაშაში, ლევან მაკალათია პრემიერ მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

 


მაკალათია რეგიონში, მერობის დანარჩენ რვა კანდიდატთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩევლებს ზუგდიდში წარუდგინა.

 


„იმედი მაქვს, რომ ჩემ აბაშელ მოსახლეობასთან ერთად, მათი მხარდაჭერითა და ჩემი დაუღალავი შრომით, ძალიან ბევრ მიზანს ერთად მივაღწევთ. მოსახლეობას ვპირდები, რომ ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას იმ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის წყალობით, რომელსაც მმართველ გუნდთან ერთად განვახორციელებთ“, განაცხადა აბაშის მერობის კანდიდატმა წარდგენის შემდეგ, როგორც ეს GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს. 

 


პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.

 


რაც შეეხება დანარჩენ რვა კანდიდატს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილის - ალექსანდრე გრიგალავა; ხობის - გოჩა ქაჯაია; წალენჯიხის - ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუსი კი დავით გოგუა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი