ლეილა მუსტაფაევამ და დაშგინ აღალარლიმ იმ პირების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი მტკიცებით, უთვალთვალებენ
19-09-2017, 04:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ, აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, დაშგინ აღალარლიმ და ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ დღეს იმ პირების ფოტოსურათები და ვიდეომასალები გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი მტკიცებით, თვალთვალს ახორციელებენ.

 

 

„ჩემს ქალიშვილთან ერთად, თავისუფლების მოედანზე მივდიოდი, როდესაც რამდენიმე პირი შევნიშნე, რომლებიც დაგვყვებოდნენ და თვალს არ გვაშორებდნენ. მეორე დღეს იგივე განმეორდა რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან. ვიდეოების და ფოტოების გადაღება შევძელი, რომელიც პროკურატურას გადავეცი და ამ პირების იდენტიფიცირება ვთხოვე, თუმცა თვალთვალი დღემდე გრძელდება. გამუდმებით ვამჩნევ ადამიანებს, რომლებიც თვალს არ გვაშორებენ. დარწმუნებული ვარ, ესენი არიან პირები, რომლებიც თავის დროზე აფგანსაც უთვალთვალებდნენ," განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

 

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ არ გამორიცხავენ, რომ ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდეს.

 

 

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციის ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და პროკურატურას, წარუდგინა იმ ადამიანების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლისა და მის მეგობარს, დაშგინ აღალარლის, 2017 წლის 29 მაისამდე, (აფგანის გატაცებამდე), უთვალთვალებდნენ.



2017 წლის 29 ივნისს ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის მიმართ სავარაუდო თვალთვალის, მიყურადების ფაქტის შესახებ დამატებით ვაცნობეთ პოლიციას. 


2017 წლის 4 აგვისტოს საღამოს, თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის უთვალთვალებდა და დაყვებოდა 4 ადამიანი. ამ ადამიანების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი საქართველოს მთავარ პროკურატურას წარედგინა 2017 წლის 7 აგვისტოს.

 

 

დღემდე, არც ერთი მოთვალთვალის იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებული ღონისძებების შესახებ ცნობილი არ გამხდარა. 2017 წლის 24 აგვისტოს პროკურატურის გამომძიებელმა მხოლოდ ლეილა მუსტაფაევა გამოკითხა. პროკურატურაში წარდგენილია მოთვალთვალეთა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები.



აფგან მუხთარლის გატაცებამდე, სწორედ ანალოგიური თვალთვალის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ამჟამად გააქტიურებული თვალთვალი დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ მსგავსი დანაშუალი შესაძლოა მზადდებოდეს ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართ. ლეილა მუსტაფაევა ჟურნალისტია და იძიებს აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრების ბიზნეს საქმიანობას საქართველოში, ხოლო დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტია. ქართველ სამართალდამცავთა უმოქმედობა ნიადაგს ამზადებს მომავალში აფგან მუხთარლის გატაცების მსგავსი ქმედებებისთვის. ამ ფონზე დაზარალებულები თავს განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ. 

 

 

აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას საქმეს განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო და საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული (application no.39503/17 Mukhtarli and Mustafayeva v. Azerbaijan and Georgia).

 


ამჟამად გააქტიურებული თვალთვალი დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ მსგავსი დანაშუალი შესაძლოა მზადდებოდეს ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართ”, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი