პატრიარქთან "ძალიან თბილი ურთიერთობის" მიუხედავად ივანიშვილი ეკლესიას აკრიტიკებს (ვიდეო)
04-02-2014, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                        

ბიძინა ივანიშვილი საშობაო ეპისტოლეში პატრიარქის მოსაზრებას სუროგაციის შესახებ არ ეთანხმება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

 

"მეც შევდივარ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უდიდეს პატივს სცემს საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს, საკუთარ ეკლესიას, მართლმადიდებლობას. უდიდეს პატივს ვცემ თვითონ პატრიარქს, ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს მასთან და ძალიან მიყვარს. მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და, იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, უმწიკვლო და ხელშეუხებელია. პატრიარქი ბრძანებს, თუ ეკლესიის სხვა მსახური, ეს დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არის ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული. ეს არ უნდა იყოს ასე. ამას არ საჭიროებს არც პატრიარქი და არც ეკლესია",-განაცხადა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერის თქმით, ეკლესიაში არანაკლები პრობლემებია, ვიდრე საზოგადოებაში.

 


"ასეც უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ეკლესიის მსახურნი ჩვენი თანამოქალაქეები არიან. რა დამოკიდებულებაც არსებობს, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოებისთვის და არ საჭიროებს ამას თვითონ ეკლესია და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება. ისევე შეიძლება კრიტიკა, ისევე შეიძლება შეეშალოთ იქაც, იქაც შეიძლება მოხდეს ცუდი ამბები, გაუგებრობა, დარღვევები ეკლესიაში და არის კიდეც. ჩვენ ეს კარგად ვიცით. იქაც არის და ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ისინიც საჭიროებენ კრიტიკას, ისინიც საჭიროებენ მითითებას",-განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

ივანიშვილის შეფასებით, შესაძლოა, პატრიარქმა საკუთარი მოსაზრება გაახმოვანოს, თუმცა საზოგადოება არ დაეთანხმოს ამას.

 

 

"ამ დროს ყველას შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს. პატრიარქმა შეიძლება ბრძანოს ის, როგორც თვითონ უყურებს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ეს ნორმალურია, არ გვინდა ეს დოგმები.

 

 

თუ გაიხსენებთ ისტორიას, ეკლესია წამლების წინააღმდეგიც იყო. დღეს მშვენივრად წამლობს ყველა. როდესაც ცოლ-ქმარს შვილის გაჩენის საშძუალება არ აქვს, ამაში მედიცინა ერევა, ახალი სიცოცხლე ჩნდება და აქ საკამათო არაფერი არ არის. შეიძლება ოდნავ საკამათო იყოს ის სუროგატი დედა, რაზეც კანონმდებლობას უნდა დახვეწა. ძალიან ბევრი გაზარმაცებული ქალბატონია, რომელსაც ყველა საშუალება აქვს, გააჩინოს და ამის სურვილი არ აქვს, ეს სხვაა",- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში სუროგაცია გაგონილიც არ ჰქონდათ, როდესაც იგი მის ახლობელს დაეხმარა სურიგაციის გზით ბავშვის გაჩენაში.

 

 

                                            

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=6139 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი