თავდაცვის მინისტრი ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
20-09-2017, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის საერთაშორისო კონფერენციას წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. სამდღიანი კონფერენციის თემაა „გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში“.

 

 

კონფერენციის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა, ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის წევრებმა მიიღეს, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

 

 

ჰუმბოლდტის კლუბი აერთიანებს 30-ზე მეტ ქართველ მეცნიერს, რომლებიც სხვადასხვა დროს ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები იყვნენ.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის სამეცნიერო, კულტურული და სოციალური დაახლოების კუთხით ჰუმბოლდტის ფონდის წვლილზე ისაუბრა.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, გერმანიაში ცხოვრების პერიოდი იყო დასავლური კულტურის გაცნობისა და საერთო ღირებულებების გაზიარების შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს იზიარებს, რაც პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ღირებულებებისა და განმტკიცების მიზნით, ქართველი სამხედროები გერმანელ, ასევე სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სამშვიდობო მისიას ასრულებენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ჰუმბოლდტის ფონდის დეპარტამენტის თავმჯდომარემ შტეფენ მელიხმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე პაიჩმა და სხვა სტუმრებმაც მიმართეს.

 

 

ინტერდისციპლინარული კონფერენცია ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ეგიდით ტარდება და 12 ქვეყნის (აშშ, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) 102 მომხსენებელს აერთიანებს. ჰუმბოლდტის ფონდი გერმანიის გარეთ სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად „ჰუმბოლდტ-კოლეგის“ (Humboldt-Kolleg) სახელით ცნობილ მსხვილმასშტაბიან წარმომადგენლობით კონფერენციებს აფინანსებს. კონფერენცია საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტის ალექსანდრე კარტოზიას ორგანიზებით ტარდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი