გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს დავით ხარშილაძეც ესწრებოდა, რომელმაც სხდომაზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
დავით ხარშილაძეს ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-დამზადება-გადაზიდვა-გადაგზავნასა და გასაღებაზე ჰქონდა წარდგენილი.
იგი 13 მარტს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, მოსამართლემ 15-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.