გიორგი მარგველაშვილმა „სილიკონ ველი თბილისის“ სამუშაო სივრცე გახსნა
21-09-2017, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში „სილიკონ ველი თბილისის“ სამუშაო სივრცე გახსნა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტს, ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და პრეზიდენტის მრჩევლებს ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა უმასპინძლა, „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში განთავსებული მაღალტექნოლოგიური გამოფენა დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ „სილიკონ ველი თბილ რებთან - NASA, NATO, IBM, HP, SPLUNK, QLIK ერთად, უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

 

 

პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც „სილიკონ ველი თბილისის“  მიერ განხორციელებულ გლობალურ პროექტებში ჩაერთვებიან.

 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს ახალი შესაძლებლობები არის ის, რაც ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო ნათლად და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე.

 

 

საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების, გამორჩეული ინდივიდების მიღწევების და წარმატების ხარჯზე. ყოველთვის ამით ვადგენდით ჩვენ იდენტობას.

 


„სწორედ ნოვატორები რეალურად წაწევენ წინ კაცობრიობის ცოდნას. ამ ადამაინებმა შექმნეს მეცნიერება, ამ ტიპაჟებმა შექმნეს განსხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრეც დღეს ჩვენ ვართ.

 


არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ კლიშეების დამგრევი, არასდროს არ შეგეშინდეთ უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმა. სწორედ ამ არაორდინალური შეხედულებების, არასტანდარტული ხედვის შედეგად იქმნება ახალი", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და არაერთი პროექტის თანადამფინანსებელია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი