საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტად კანადასა და ლიტვას ეწვევა
22-09-2017, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კანადაში გაემგზავრა. ლევან იზორია ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრება და საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უგულშემატკივრებს. დაგეგმილია კანადაში საქართველოს ელჩის სახელით თავდაცვის მინისტრისა და Invictus Games-ში მონაწილე დაშავებული ქართველი სამხედროების ოფიციალური მიღება.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ტორონტოში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადელ კოლეგას ჰარჯიტ საჯანს შეხვდება, სადაც მხარეები ყურადღებას სამხედრო სფეროშო არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილებენ.

 


უწყების ინფორმაციითვე, კანადიდან თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლიტვის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ვილნიუსში ვიზიტს ლევან იზორია ლიტველ კოლეგასთან რაიმუნდას კარობლისთან შეხვედრით დაიწყებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სკვერში ორკესტრისა და საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართება.

 


ვილნიუსში ლევან იზორია მონაწილეობას კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში" მიიღებს და პანელზე სიტყვით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან ერთად გამოვა.

 


ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, სეიმის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან და გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვიტალიუს ვაიკშნორასთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი