შსს: „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი, კომპანიის დარაჯებმა, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, ამოიცნეს
28-09-2017, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

 

 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი - 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., რომელიც სახალხო დამცველის მიერ მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ფიგურირებს, კომპანია „ალფას“ დარაჯებმა, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, ამოიცნეს.

 


„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს „ალფას“. კომპანიის დარაჯებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რა დროსაც თავდამსხმელებმა ერთ-ერთ მათგანს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენეს. მეორე დარაჯმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა შეძლო, რის შემდეგაც თავდამსხმელები უფრო აგრესიულები გახდნენ. თავდამსხმელებსა და დარაჯებს შორის წინააღმდეგობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს.

 

 

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამივე პირი - 1962 წელს დაბადებული თ.ხ., 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.მ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი თანამზრახველის დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

 

 

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

 

დაკავებულებმა მათ მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, შპს „კენტავრის“ დაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს. ერთ-ერთი დაკავებულის - ს.მ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია შპს „კენტავრის“ დაყაჩაღებისას წაღებული რამდენიმე ავტონაწილი.

 

 

2017 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

 

 

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, სამივე დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. ბრალდებულ ს.მ.-ს სხეულზე, გარეგნული დათვალიერებით, დაზიანებები აღენიშნებოდა. დაკავებულის განმარტებით, დაზიანებები დაკავების დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას", აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

სახალხო დამცველმა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორს ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით 26 სექტემბერს მიმართა.

 

 

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

 

 

ამავე საქმეზე, გუშინ მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი