გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ხელისუფლების მაღალ პრიორიტეტებს შორისაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება
30-09-2017, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიღებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა და იმ პოტენციალს გაუსვა ხაზი, რაც საქართველოსა და ჩინეთს სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კუთხით გააჩნიათ.

 

 

„ჩვენ მრავალი მიმართულებით უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ, თუმცა, წინ კიდევ უამრავი შესაძლებლობა გველის, რაც, დიდწილად უკავშირდება ჩინეთის პრეზიდენტის ბატონი სი ძინპინის ინიციატივას ერთი სარტყლი-ერთი გზა". განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის ხელშეკრულება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, ეს არის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის და მნიშვნელოვნად გააღრმავებს ჩვენს შორის თანამშრომლობას" განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორია. ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, კი ჩინეთი გასაღების მეორე ბაზარს წარმოადგენს, დინამიკა კი მზარდია. მისივე თქმით, საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციების, ბიზნეს იდეებისა და ინოვაციებისათვის.

 


საქართველოს ხელისუფლების მაღალ პრიორიტეტებს შორისაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და პროექტ ერთი გზა, ერთი სარტყელის" ფარგლებში ჩვენი ერთიანი ხედვის ხორცშესხმა. 2015 წელს, ჩვენმა მთავრობამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" წარმატებით უმასპინძლა და დიდი სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისი უმასპინძლებს „ერთი სარტყლის, ერთი გზის" მეორე ფორუმს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


მისივე თქმით, საქართველო მზადაა, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობა და სრულად აითვისოს არსებული პოტენციალი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი