ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
04-10-2017, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

განცხადებას GUARDIAN.GE სრულად გთავაზობთ:

 

 

„გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყის მცველის  განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.რ. ერთხმად სცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით.

 


სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური, ნივთიერი მტკიცებულებები და მკვლელობის იარაღი. 

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში თ.რ. დ.ჯ.-თან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლის ტყეში უკანონოდ ჭრიდა ხე-ტყეს. აღნიშნულ ფაქტს ტყის მცველი კ.ყ. შეესწრო, რომელიც შეეცადა სამართალდარღვევაზე რეაგირება მოეხდინა, რა დროსაც  თ.რ.-მ მას ხის მორი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. მიღებული დაზიანებებით ტყის მცველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ.რ.  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 


 სამართალდამცველებმა თ.რ. 2017 წლის 28 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

 


ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ თ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში  და   სასჯელის სახედ  და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 18 წლით  შეუფარდა", აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი