ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
ადვოკატმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, დაკითხვა 13:00 საათზე გაიმართება.
გიორგი ფანცულაიას დაკითხვაზე დაბარება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას უკავშირდება.
მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამავე საქმეზე გუშინ, პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.