ადვოკატი გიორგი ფანცულაია მამა მიქაელ ბოტკოველს პასუხობს: ეს მასალები ასევე აქვს იმ პროკურატურას, რომელსაც ის ნდობას უცხადებს
06-10-2017, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების საკითხზე პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მიერ გაკეთებულ განცხადებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცუალაია ეხმაურება.

 

 

მიქაელ ბოტკოველის ვარაუდს, რომ ვიდეომასალები მედიასაშუალებებში „ადვოკატებისგან გავიდა”, ფანცულაია ასე პასუხობს:

 

 

„მე მინდა ვუთხრა მამა მიქაელ ბოტკოველს, რომ ასევე ეს მასალები აქვს იმ პროკურატურას, რომელსაც ის ნდობას უცხადებს. ასევე იმ სასამართლოს და იმ მოსმართლეს, რომელსაც ის ნდობას უცხადებს", განაცხადა ადვოკატმა.

 

 

კითხვაზე, არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ საქმის ძიების ფარგლებში მოხდეს ვინმეს დაკავება, ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე ამის საშუალებას პროკურატურას არ მისცემს.

 


„როგორც აქამდე არ მივეცით ბევრის საშუალება პროკურატურას, დამიჯერეთ, არც ამ საკითხში მივცემთ იმის საშუალებას, რომ ახალი, უკანონო ბრალდებულები ჰყავდეს", განუცხადა „რუსთავი 2"-ს გიორგი ფანცულაიამ.

 

 

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

აღნიშნულ საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მია ზოიძე იმყოფებოდა, თუმცა, მან ისევე, როგორც დეკანოზის კიდევ ორმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ და მიხეილ რამიშვილმა გამოძიებას ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი