ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ, დაცვის მხარის შუამდგომლობა მერიის ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა საკმარისად არ მიიჩნია.
მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 16 ოქტომბრამდე გადაიდო, სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.