მკვლელობა გურიის რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გუშინ საღამოს, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
„რუსთავი 2" ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მკვლელი სავარაუდოდ, ჩასაფრებული იყო და მსხვერპლს უცდიდა.
მათივე ინფორმაციით, გასროლა მაშინ მოხდა, როცა მამაკაცმა ეზოს შესასვლელთან მანქანა გააჩერა და კარების გასაღებად გადმოვიდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.