ადიგენის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე არალისა და უდის მოსახლეობას შეხვდა
09-10-2017, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე სოფლების, არალისა და უდის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სოფელ არალში ლაზარე ჩილინგარაშვილი, ხოლო უდეში ნუგზარ ბოჩიკაშვილი წარუდგინა.

 

 

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტები და მომდევნო ოთხი წლის გეგმები გააცნო.

 

 

„ამომრჩეველს სიტყვით პარტიული სიის პირველმა ნომერმა იმედა მღებრიშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ენდელაძეს წარმატებული სამწლიანი საქმიანობისთვის ნდობა მეორედ გამოუცხადა და მერობის კანდიდატად წარადგინა. მან მოსახლეობას ზაქარია ენდელაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შეხვედრის მონაწილეებმა მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება უსურვეს", ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი