პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის მერობის კანდიდატი ემზარ საბანაძე და რაიონული შტაბის წარმომადგენლები სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდნენ.
„შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და ინიციატივები მოისმინა. ამასთანავე, ხაზი გაუსვა გლოლის ტურისტულ პოტენციალს.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ასევე გლოლის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, მასსა და მოსახლეობას შორის შუამავალი უნდა იყოს.
ემზარ საბანაძემ შეხვედრაზე ახალგაზრდების დასაქმებაზე ისაუბრა, რათა რაჭის სოფლები მოსახლეობისგან არ დაიცალოს", აღნიშნულია „ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.