საუდის არაბეთმა გამოთქვა ინტერესი, „დელტას" მიერ წარმოებული ტექნიკის ექსპორტის მიმართულებით, საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა განაგრძოს
12-10-2017, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანს შეხვდა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას, აღინიშნა ბოლო წლებში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურება. ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

 


საუდის არაბეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი, განაგრძოს საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა დელტას" მიერ წარმოებული ტექნიკის ექსპორტის მიმართულებით.

 


მხარეებმა განიხილეს რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის დელეგაციას კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალმა აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანმა გიორგი კვირიკაშვილს საუდის არაბეთის პრინცისგან მოკითხვა გადასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი