73 ვერტმფრენი, 30 თვითმფრინავი და 8 000 მეხანძრე ებრძვის „კატასტროფულ“ ხანძარს კალიფორნიაში, რომელმაც სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
12-10-2017, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხელმეორედ ამოვარდნილი ქარის მაღალი სიჩქარე აძლიერებს „კატასტროფულ“ ტყის ხანძარს, რომელმაც ჩრდილოეთ კალიფორნიაში სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განაცხადა შტატის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა.

 


როგორც BBC იუწყება, ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ ცეცხლის 22 კერის გამო, რომელიც სწრაფად და არაპროგნოზირებადად ვრცელდება.

 

 

 


დაახლოებით 300 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მაგრამ პოლიციის განცხადებით, ის, რომ ამდენი ადამიანი დაკარგულად არის გამოცხადებული, შესაძლოა ქაოტურ ევაკუაციას მივაწეროთ.

 

 

 

 


BBC-ის ცნობით, კალიფორნიის შტატის ღვინის მწარმოებელი რეგიონის მთელი ქალაქებია მიტოვებული.

 


აღნიშნული ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე საშინელია და კვამლი სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე სან ფრანცისკომდე მისწვდა.

 

 

 


„ეს არის სერიოზული, კრიტიკული, კატასტროფული მოვლენა. ჩვენ მომავალი რამდენიმე, მრავალი წლის განმავლობაში არ გვექნება ტყეები“, განაცხადა სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა, კენ პიმლოტმა.

 


მისი თქმით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

 


ოფიციოზის ცნობით, შეერთებული შტატების დანარჩენი ნაწილებიდან კალიფორნიაში 200-ზე მეტი სახანძრო ჯგუფი ჩავიდა სტიქიასთან საბრძოლველად.

 


პიმლოტმა განაცხადა, რომ ამჟამად 73 ვერტმფრენი, 30 საჰაერო ტანკერი და თითქმის 8 000 მეხანძრე ებრძვის ცეცხლის კერებს.

 

 

 


ხამძარმა ქალაქ სანტა როსაში, სადაც 175 000 ადამიანი ცხოვრობს, მთელი უბნები ნაცარტუტად აქცია.

 

 

 

 


ევაკუირებულ ქალაქებს შორისაა კალისტოგა, ნაპას საგრაფოში, სადაც ყველა, 5000-ივე მცხოვრებს უთხრეს, რომ უნდა დაეტოვებინათ ადგილი, პოლიციამ კი აღნიშნულ ქალაქამდე მისაღწევად საგზაო მოძრაობა მთლიანად გადაკეტა.

 

 

 


ოფიციალური მონაცემებით, 13 ადამიანი სონომას საგრაფოშია დაღუპული, საიდანაც დაახლოებით 25 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და სადაც 45 000 მობინადრე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ექვსი ადამიანი გარდაიცვალა მენდოკინოს საგრაფოში, ორი იუბას და ორი ნაპას საგრაფოში, უთხრა ოფიციოზმა „The Los Angeles Times“-სს.

 


გარდაცვლილებს შორის არიან 100 წლის ჩარლზ რიპი და მისი ცოლი, 98 წლის სარა, რომელთაც ახლახან იზეიმეს თავიანთი ქორწინების 75-ე წლისთავი. წყვილი, თავიანთ სახლში, ნაპაში დაიღუპა.

 

 

 


„ისინი უბრალოდ ვერ იქნებოდნენ ერთმანეთის გარეშე. ფაქტი, რომ ისინი ერთად წავიდნენ, არის ის, რაც შესაძლოა, რომ მათ სდომებოდათ“, უთხრა წყვილის ვაჟმა, მაიკ რიპიმ გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსს“.

 


სულ მცირე ოთხმა ღვინის ქარხანამ „სრული ან ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი“ განიცადა, სხვა 9-მ კი ასევე შენობების და ვენახების გარკვეული ზარალი ნახა.

 

 

 


კალიფორნიის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სონომაში, ნაპაში და 5 სხვა საგრაფოში.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ასევე დაამტკიცა „უბედურების დეკლარაცია“, რაც შტატის ფედერალური მთავრობისაგან დაუყოვნებელ ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი