შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე: ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები სრული დატვირთვით იმუშავებს
12-10-2017, 19:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ფრიდონ ფუტკარაძე ამჯერად, სოფლების, პაპოშვილების, გორისა და მახალაკიძეების მოსახლეობას შეხვდა.

 

 

მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.

 


„თითოეული თქვენგანის კეთილდღეობა, სტაბილურობა განპირობებულია იმაზე, რომ გაგრძელდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც დაწყებულია. მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულია ახალი, ნოვატორული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი განხორციელდება. ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები სრული დატვირთვით იმუშავებს“, განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

 

მერობის კანდიდატმა ასევე, მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე, გარემოს დაცვითი პროგრამებისა და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.

 


შეხვედრის დასასრულს, ფრიდონ ფუტკარაძემ მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი