საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
16-10-2017, 16:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს. საუბარი შეეხო ერთობლივ სწავლებებსა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრებმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.

 


„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას აგვისტოში, საქართველოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში ურთიერთობის მზარდ დინამიკას გაუსვა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორივე ქვაყანას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

 


გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. აზერბაიჯანის მხარეს კი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, თავდაცვის ატაშე, მაიორი ფუატ იბრაჰიმოვი და დელეგაციის სხვა წევრები წარმოადგენდნენ.

 


თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა პირისპირ შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან გამართა", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი