„ადამიანი მოდის მეოთხეჯერ შესახვედრად სამეგრელოს გუბერნატორთან და მეოთხეჯერ ვერ იღებს პასუხს“ - ზუგდიდში მოსახლეობამ აქცია გამართა
16-10-2017, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელოს გუბერნატორი გახლავთ ცენტრალური ხელისფლების წარმომადგენელი და ადამიანი მოდის მეოთხეჯერ შესახვედრად გუბერნატორთან და მეოთხეჯერ ვერ იღებს პასუხს, აღნიშნული განცხადება ზუგდიდში დღეს გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ფაროსანა დასავლეთ საქართველოში ათი ათასობით ულუკმაპუროდ დარჩენილ ოჯახს ნიშნავს.

 


„თუკი, ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის რას ნიშნავს ფაროსანა - ათი ათასობით ოჯახმა ეს უკვე თავის თავზე იწვნია, ეს ნიშნავს ულუკმაპუროდ დარჩენილ ათი ათასობით ოჯახს სამგრელოში, დამატებით ათი ათას ოჯახს იმერეთში და დასავლეთში მთლიანად", განაცხადა ნიკა მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

 

ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანას მიერ თხილის მოსავლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბა.

 

 

აქციის მონაწილეებმა, „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან შეხვედრის მოთხოვნით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდაცავებმა არ მისცეს.

 

 

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ზუგდიდთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასა და ადგილზე შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია გაესაუბრა.

 

 

ქანთარიამ ადგილობრივებს უთხრა, რომ ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის საკითხზე ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

 


მისივე განცხადებით, პრობლემური საკითხი ადგილობრივმა მთავრობამ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დააყენა.

 

 

დაზარალებული მოსახლეობა აქციის გამართვას კვლავ აანონსებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი