აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის კონკურენტი სენატორი ბერნი სანდერსი იქნება
01-05-2015, 02:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონის კონკურენტი ვერმონტოელი სენატორი ბერნი სანდერსი იქნება. “ევრონიუსის” ცნობით, სანდერსმა არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადა.


გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორმა აღნიშნა, რომ ის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ფუნდამენტურ ცვლილებებს დაიწყებს და იმუშავებს არა მილიარდერებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ხალხისთვის.


დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესახებ ოფიციალურად ბერნი სანდერსის გარდა, ჯერჯერობით მხოლოდ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა.


რაც შეეხება რესპუბლიკელებს, წინასაარჩევნო სამზადისში უკვე ჩაერთნენ სენატორები ტედ კრუზი, მარკო რუბიო და რენდ პოლი.

 


აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი პრაიმერები უნდა ჩატარდეს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი