გოჩა კურდღელია: ერთად უნდა შევძლოთ, რომ ფოთი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქალაქად ვაქციოთ
17-10-2017, 19:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად, შპს „აისბერგში“ იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნო და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრა.

 


„სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყო და საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი მიზანი ქალაქის ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარებაა, რაც თავისთავად, ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდას ხელს შეუწყობს“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 


მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციებისას, მაქსიმალური ყურადღება ადგილობრივების დასაქმებას დაეთმობა.

 


„მმართველ გუნდს აქვს მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმა. ეს განვითარება მოხდება ისე, რომ მასში ადგილობრივები იქნებიან ჩართული, რადგან მოსახლეობამ უკეთ იცის, თუ რა სჭირდება მათ ქალაქს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ფოთი ინფრასტრუქტურულად გამართულ და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქალაქად ვაქციოთ“, აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.

 


შპს „აისბერგის“ პერსონალი ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლქტებული.

 

 

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი