საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო
18-10-2017, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანები II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ავღანეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას.

 


პირად შემადგენლობას სიტყვით ტაქტიკური დაჯგუფების „ჯერონიმოს“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კრისტოფერ დემურემ და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, მაიორმა აარონ ლენცმა მიმართეს. მათ 23-ე ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და 31-ე ბატალიონს მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

 


ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ უფროს სამხედრო წარმომადგენელთან, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილთან ერთად მისი ახალი შემცვლელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკელი ორვარსკვლავიანი გენერალი ლეოპოლდო ქუინტასი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მეთაურები, ქარაბაღისა და ბაგრამის პოლიციის უფროსებიც მოიწვიეს. ცერემონიალზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართველი სამოქალაქო პირებიც იმყოფებოდნენ.

 


უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის 23-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძეს „ბრინჯაოს ვარსკვლავი“, ხოლო პირად შემადგენლობას ამერიკული მედლები გადაეცა. ქართულმა მხარემ კი, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროები „გენერალი კვინიტაძე“ , "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" , "საბრძოლო იარისათვის" და „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ მედლებით დააჯილდოვა. სამახსოვრო საჩუქები კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს.

 


III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რიგით მეოთხე როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი