კახა კალაძე: ჩვენი მიზანია, თბილისის მერია ეფექტიანად ზრუნავდეს ქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე, ემსახურებოდეს მოქალაქეებს სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
18-10-2017, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვა, ასევე, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი ღია და გამჭირვალე საკადრო პოლიტიკის განხორციელება”, „ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას გააკეთა.

 


კალაძემ ხაზი გაუსვა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზად არის შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანებთან თანამშრომლობისთვის.

 


„მართლაც ამბიციური პროექტები გვაქვს და ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები. მერიაშიც მუშაობს დღეს ბევრი ასეთი ადამიანი, თუმცა, კარი ყველასთვის ღია იქნება, ვისაც აქვს შესაბამისი განათლება და კომპეტენცია. ჩვენ მზად ვართ ყველა მათგანთან თანამშრომლობისთვის“, განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მართვის პოლიტიკის ძირითადი მიზნებია მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, ხარჯების ოპტიმიზაცია, მომსახურების გაუმჯობესება - 24-საათიანი წვდომა მერიის სერვისებზე და საზოგადოების ჩართულობა.

 


„ჩვენი მიზანია, თბილისის მერია ეფექტიანად ზრუნავდეს ქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე, ემსახურებოდეს მოქალაქეებს სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული საკუთარი უბნის, რაიონის, ქალაქის განვითარებაში და მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ქალაქის თვითმმართველობას”,  აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მართვის პოლიტიკის პრეზენტაციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან ერთად, მინისტრები - დავით სერგეენკო, კახა კახიშვილი, ქეთევან ციხელაშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი