პრეზიდენტმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა
19-10-2017, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა.

 

 

„პირველი ვიყავი რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. 

 

 

ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, „ქართული ოცნება" ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიღო ის რაც აქამდე მომხდარა - ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ ჩემთვის ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა.

 

 

მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ  რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია, მე როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ კონსტიტუციაზე", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი