აჰმედ იმამყულიევი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდაპარტიული დაპირისპირება
20-10-2017, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდაპარტიული დაპირისპირება, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს” წევრმა, აჰმედ იმამყულიევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 19 ოქტომბერს, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

„ეს არის „ქართული ოცნების" სახე. დღეს საქართველოში მმართველი გუნდი არის „ქართული ოცნება" და ხდება ასეთი ფაქტები. წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, სამწუხაროდ. ჩვენ ვუყურეთ ბატონ მღებრიშვილის გამოსვლას, არანაირი გამოძიება, მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რის გამო მოხდა, რატომ მოხდა. ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდაპარტიული დაპრისიპრება", განაცხადა იმამყულიევმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი  დაჭრა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი