გიორგი მარგველაშვილი: NDI ყოველთვის უერთდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაძლიერების ძალისხმევას
20-10-2017, 20:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი ინტერესისათვის და აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიის სავარჯიშოს განხორციელებისას, როგორიც თვითმმართველობის არჩევნებია, NDI ყოველთვის უერთდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაძლიერების ძალისხმევას.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის არჩევნებზე დაკვირვებას საქართველო აღიქვამს, როგორც მეგობრების დახმარებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში მეთოდების და გზების დახვეწაზე ზრუნავენ.

 


შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო შეაფასა.

 


კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილებოდა და შეფასდა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში მომხდარი დარღვევები და პოზიტიური ტენდენციები. მთლიანობაში, კი მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 

 

„კარგია, რომ დებატები შედგა და იყო მეტნაკლებად შინაარსობრივი განხილვები, თუმცა ცხადია პრობლემები რჩება. ძალიან დიდი პრობლემაა უთანაბრობა პარტიებს შორის დაფინანსების თვალსაზრისით. ასევე პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მათ შორის, იმ ფორმით, როდესაც შესაძლოა, ადამიანები იძულებულნი ხდებოდნენ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი ხელფასის დაკარგვის შიშით შეესრულებინათ გარკვეული პარტიული დავალებები, იცით რომ ასეთი ფაქტების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამას გამოძიება სჭირდება", აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

 


მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტები შეიძლება იყოს არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ იმის დარღვევა რაც ასე ზარ-ზეიმით ჩაიწერა კონსტიტუციაში - ღირსების უფლების დარღვევა, რასაც ცხადია გამოძიება.

 


ასევე, გამოძიება სჭირდება იმ სამწუხარო ფაქტსაც, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი მარნეულში. ძალიან მნიშვნელოვანია ხვალ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა, საქართველოს მოქალაქეებმა შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, მივიდნენ არჩევნებზე და იაქტიურონ. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გადადგამს ნაბიჯს წინ დემოკრატიული განვითარებისკენ", აღნიშნა კახა კოჟორიძემ.



აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა ტორნტონის განცხადებით, საქართველოში არსებულ საარჩევნო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება კვირას გაკეთდება, როცა მისიას ექნება სრული ინფორმაცია, სწორედ ამის შემდეგ გაიცემა წინასწარი დასკვნები და რეკომენდაციები.
რაც შეეხება მარნეულის ინციდენტს, ლორა ტორნტონის განცხადებით, მისიისათვის ინფორმაცია ჯერ სრულად ნათელი არ არის:

 

 

ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალადობა - არის ეს პოლიტიკური, თუ არა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩევლისთვის არასასიამოვნო გარემოს ქმნის. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამომრჩეველი იგრძნობს ხმის მიცემის ძალაუფლებას და ძალადობის ინციდენტები აღარ იქნება", ლორა ტორნტონმა.

 


როგორც ევრაზიის პარტნიორობის ფონდის კონსულტანტმა, პერ გორან ეკლუნდმა განაცხადა, მისია დაინტერესდა, როგორ აფასებს სახელმწიფოს მეთაური საარჩევნო გარემოს და რა შეხედულებები აქვს მას წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი მოვლენების, პოლიტიკურ კლიმატის და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

 


ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრა, რათა მოვისმინოთ მისი საარჩევნო გარემოს შეფასება და შეხედულებები წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი მოვლენების, პოლიტიკურ კლიმატის და მომავალი რეფორმების შესახებ.

 


ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს პერსპექტივას აფართოებს და ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას ამარტივებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ პრეზიდენტმა გამოყო დრო ჩვენთან შესახვედრად და მოსაზრებების გასაზიარებლად", აღნიშნა ეკლუნდმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი