კახა კალაძე: თუ შევძლებთ კონცენტრირებას იმაზე, რაც გვაერთიანებს, ვერასდროს ვერავინ დაგვამარცხებს
20-10-2017, 21:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემ ქვეყანას, ჩემ თბილისს და თბილისელებს“, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე გააკეთა.

 


მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ერთმანეთის ქილიკსა და შეუარცხყოფაზეა დაფუძნებული, წარსულს უნდა ჩაბარდეს, ხოლო პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ნაცვლად ერთმანეთში განსხვავებების პოვნისა, უნდა იპოვონ ის, რაც მათ გააერთიანებს.

 


„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს, რაც გვაერთიანებს, თუნდაც ტოლერანტობა. მართლაც მეამაყება, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ქალაქში, სადაც ადამიანებს ეროვნებას და სარწმუნოებას არ ეკითხებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სამაყოა“, აღნიშნა კალაძემ.

 


მერობის კანდიდატმა ამ კუთხით სამი მიმართულება გამოყო. მისი განმარტებით, პირველი ეს არის საერთო წარსული, რაც გამოხატული უნდა იყოს წარსულზე ზრუნვაში და სწორედ ამიტომ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ძველი თბილისის რეაბილიტაცია, რისთვისაც, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 


წარსულზე საუბრისას კახა კალაძემ უფროსი თაობის მიმართ სიყვარული და პატივისცემაც ახსენა. მისი თქმით, მას, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ადამიანების მიმართ სხვა დამოკიდებულება აქვს და მიიჩნევს, რომ სწორედ მათი დახმარებით, რჩევებითა და გამოცდილების გაზიარებით მიაღწია წარმატებას ენერგეტიკის სფეროში და მომავალშიც მზად არის მათთთან თანამშრომლობისთვის.

 

 

მეორე მიმართულება, რაც საზოგადოებას აერთიანებს, კახა კალაძის თქმით, საერთო აწმყო, მისი გააზრება და გაანალიზებაა. მერობის კანდიდატმა ბავშვობა და 90-იანი წლების მძიმე სოციალური ფონი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მადლიერია ღმერთის, რათა შესაძლებლობა მიეცა გაჭირვება გამოეარა, რადგან იმ მდგომარეობამ მას ბევრი რამ ასწავალა.

 

 

„დღეს უფრო მეტი შემართება და სურვილი მაქვს იმისა, რომ ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს, შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმარო და გვერდით დავუდგე“, განაცხადა კალაძემ.

 

 

ერთობის მნიშვნელობაზე საუბრისას, მერობის კანდიდატმა 2015 წლის 13 ივლისის სტიქია თბილისში, დიდი ადამიანური დანაკლისი და საზოგადოებრივი სოლიდარობაც გაიხსენა.

 


მესამე გამაერთიანებელი ფაქტორი, კახა კალაძის თქმით, არის მომავლის იმედი, მისი საერთო ხედვა, ის, რაც კეთდება ყოველდღიურად მომავალი თაობისთვის. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ უკეთეს თბილისში იცხოვროს, სადაც იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განახლებული ტრანსპორტი.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, კერძოდ, დედაქალაქში აშენდება განათლების ხუთი პარკი, სადაც ახალგაზრდებს კვალიფიციური განათლების მიღების საშუალება ექნებათ.

 


„ჩვენ თუ შევძლებთ კონცენტრირებას იმაზე, რაც გვაერთიანებს, ჩვენ ვერასდროს, ვერავინ დაგვამარცხებს. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შევხვდი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ვინც ვერ მოახერხა მოსვლა, ვინც გვისმენდა, ვინც ვგულშემატკივრობს, ვისაც ჩვენი იმედი აქვს, მინდა ჩემს მხარდამჭერებს დიდი მადლობა გითხრათ. მე შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და ყველაფერს გაავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემ ქვეყანას, ჩემ თბილისს და თბილისელებს. ვიცი, რომ პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ისიც ვიცი, ერთად დგომით რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მე ჩვენი ერთობის იმედი მაქვს და მინდა ყველას გთხოვოთ, მობრძანდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი