გიორგი მარგველაშვილი: „სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე“
21-10-2017, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში გახსნილ მე-6 საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ „სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა“.

 


„ყველას მოგიწოდებთ იყოთ ძალიან აქტიურები. დღეს წყდება ბედი ძალიან ბევრი საკითხის, რაც მნიშვნელოვანია. თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი ჩვენი ყოველდღიური პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს თვითმმართველობაზე, უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს იმას, რაც უნდათ მოქალაქეებს თავის უბანში, თავის სოფელში, თავის რაიონში, თავის ქალაქში და აქედან გამომდინარე, შექმნის უკეთეს ყოფას ჩვენს ყოველდღიურ დღეს“, განაცხადა პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალმა მერებმა და დეპუტატებმა უნდა მოუსმინონ ხალხს და ისინი უნდა ემსახურონ მათ. მან თქვა, რომ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა.

 


„მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, გამოვიყენე შემდეგნაირად - ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე, აი ეს იყო ჩემი არჩევანი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი