ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი მივიდა, რომელთა აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული
21-10-2017, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი მივიდა, რომელთა აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული, განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

 


„ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს მოწმობები გაყალბებულია. მოვუწოდებთ არჩევნებში ყველა მხარეს რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

 

 

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6%, (231 736 ამომრჩეველი).

 

 

ანა მიქელაძემ ასევე კომენტარი გააკეთა არსებული პროცედურული ხარვეზების შესახებ:

 

 

„დმანისის #33 უბნის კომისიის წევრი მოყვა დილით ავარიაში. კანონმდებლობის შესაბმისად, კომისიის მიერ არჩეულია კომისიის ახალი მდივანი და პროცესი ყველანაირი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მთაწმინდის მე-6 უბანზე, სადაც 7 წუთის დაგვიანებით დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა, დაგვიანება გამოწვეული იყო იმით, რომ ამ უბანზე არის დარეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნულ უბანზე ძალიან დიდი რაოდენობით დამკვირვებლები და მედია წარმომადგენლები იყვნენ და შესაბამისად, ცოტა მეტი დრო დასჭირდა მათი ინფორმაციის შეყვანას ჩანაწერთა წიგნში. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია რომ დუშეთის #28-ე უბანზე ბიულეტენში არ არის ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი. გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და სიმართლეს არ შეესაბამება“, აღნიშნა ანა მიქელაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი