არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მონაცემებით, პირველ ტურში გამარჯვებას შევძლებთ
21-10-2017, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 


როგორც მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კახა კალაძის შტაბმა საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატარა.

 


„წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ, თანაბარ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და კახა კალაძის შტაბმაც საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატარა.

 

 

შევხვდით ბევრ ადამიანს, რომელთაგანაც ამ პერიოდში დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ჩვენი მონაცემებითაც, პირველ ტურში გამარჯვებას შევძლებთ. ამისთვის აუცილებელია, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი არჩევნებზე მოვიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად სამართლიანი და სიცოცხლით სავსე თბილისი ექნება.

 


„მოსახლეობის მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ამ პროგრამის განხორციერლებას“, აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა.

 

 

ინფორმაცია პარტიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი