„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ, ამ დროისთვის, საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 20 შენიშვნა
21-10-2017, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 20 შენიშვნა.

 


როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

 

 

მათივე ინფორმაციით, უბნის გახსნის პროცესი ძირითადად კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ჩატარდა თვითმმართველ ქალაქებშიც. არც ერთ ქალაქში არ გამოვლენილა ქვეყნის მასშტაბით გამოკვეთილი ტენდენციებისგან განსხვავებული სურათი.

 

 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 99.7% -სგან მიიღო.

 

 

ორგანიზაციის 99.7% დამკვირვებელს უბანზე შესვლისა და შუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემების მსგავსია.

 

 

პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.3% იყო მზად.

 

 

საარჩევნო უბნების 99.7%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა.

 

 

საარჩევნო უბნების 2.7%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა.

 


ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

 

 

უბნის გახსნის პროცესის დროს იდენტიფიცირებული პრობლემები:

 


დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა:

 


#79 ბათუმი საოლქო კომისიის #26 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ დაუშვეს საარჩევნო უბანზე, რის შედეგადაც ვერ დააკვირდა წილისყრის პროცედურას;

 


#2 ვაკის საოლქო კომისიის #36 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივარი არ კომისიამ არ დაარეგისტრირა;

 

 

#2 ვაკის საოლქო კომისიის #53 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უშვებდნენ.

 

 

#67 ზუგდიდის საოლქო კომიის #65 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს წაართვა მობილური ტელეფონი და მოგვიანებით დაუბრუნა;

 

 

#1 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლეოდა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება; წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა:

 


#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე წილისყრის ჩატარების გარეშე გადაინაწილეს კომისიის წევრებმა ფუნქციები;

 

 

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #36 საარჩვნო უბანზე წილისყრის ფარულობა დარღვეული იყო;

 


#30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე წილისყრა ორჯერ ჩატარდა;

 


#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე;

 


#79 ბათუმის ოლქის #61 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა.

 

 

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება"

 


#79 ბათუმის საოლქო კომისიის #86 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა არასწორად მოაწერეს საკონტროლო ფურცელს ხელი;

 


#59 ქუთაისის საოლქო კომისიის #64 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ საკონტროლო ფურცელზე მითითებული არ არის მისი შევსების დრო;

 


#5 ისნის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე შეიტანეს იმ ამომრჩევლის მონაცემები, რომელიც არ იყო ამ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული;

 


#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლზე არ მიუთითეს ყუთში ჩაგდების დრო, რის შემდეგაც გახსნეს ძირითადი საარჩევნო ყუთი, ამოიღეს საკონტროლო ფურცელი შეავსეს და ყუთში თავიდან მოათავსეს;

 


#4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის ხელმოწერა არ არის დაფიქსირებული;

 


#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიეთითა ყუთში ჩაგდების დრო;

 

 

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე პირველი კონვერტი საარჩევნო ყუთში მოათავსა არაუფლებამოსილმა პირმა;

 


#30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს ყუთში, რომელიც შემდგომ ამოიღს ყუთიდან.

 

 

კენჭისყრის მიმდინარეობის დროს იდენტიფიცირებული დარღვევები:

 

 

კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა:

 

 

#82 ქობულეთს საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას არ აწარმოებს;

 

 

მარკირების პროცედურის დარღვევა:

 

 

#79 ბათუმი საოლქო კომისიის #45 საარჩევნო უბანზე პირველ ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;

 

 

#2 საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;

 

 

მარკირების წესის დარღვევა:

 

 

#7 ჩუღურეთის საოლქოს კომისიის #42 საარჩევნო უბანზე მარკირება უბანზე არარეგისტრირებულ ამომრჩეველს გაუკეთდა, რითაც ამომრჩეველს შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება;

 

 

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

 

 

#1 მთაწმინის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე ამომრჩველმა ერთი ბიულეტენი კონვერტების გარეშე მოათავსა ყუთში.

 

 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

 

 

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა წინასწარ დაამოწმა ბიულეტენები ხელმოწერითა და ბეჭდით.

 

 

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა დიდი რაოდენობით ბიულეტენები წინასწარ დაამოწმა ხელმოწერით და ბეჭდით;

 

 

#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩველს გადასცა 4 ბიულეტენი;

 


#79 ბათუმის ოლქის #31 საარჩევნო უბანზე ამომრჩველი კონვერტში მოთავსებული ბიულეტენებით გამოვიდა კენჭისყრის კაბინიდან;

 

 

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ", აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნებს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი