თამარ ჩუგოშვილი: რამდენიმე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება
21-10-2017, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის ქუთაისის 59-ე ოლქის N125 საარჩევნო უბანზე, სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება.

 


მისი თქმით, საუბარია შპს „პრეს მედიის“ წარმომადგენლებზე, რომლებიც ბეჯებით იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზაში გადამოწმების შედეგად, ირკვევა, რომ ეს პირები არ არიან დარეგისტრირებულები, როგორც დამკვირვებლები.

 


„აღნიშნული პირები წარმოდგენილი არიან გაყალბებული მოწმობებით და ამგვარად ცდილობენ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს პიროვნებები წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ვთხოვთ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარვმართოთ დღევანდელი დღე და დღევანდელი პროცესი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდ საარჩევნო გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით და მინიმალური დარღვევებით“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირებმა, რომლებიც კანონდარღვევით იმყოფებიან საარჩევნო უბანზე, დატოვონ აღნიშნული უბანი, ასევე, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ სახელმწიფო უწყებებმა, კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

 


როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე რაიმე სხვა სახის დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ წევრმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები: 1
#1   ირინა ლეონოვა
      
22-ე უბანზე ცდილობდნენ დესტრუქციის შეტანას,ყველაფრის მკადრებლები არიან,მაგრამ არაფერი გამოუვათ
21 ოქტომბერი 2017 05:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი