ცესკო-ს მონაცემებით, 15:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა - ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - 46.2% , ხოლო ყველაზე დაბალი - 25.4% შიდა ქართლში
21-10-2017, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მდგომარეობით წარადგინა. მოცემული დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% (1 026 430) შეადგინა.

 


როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - 46.2% , ხოლო ყველაზე დაბალი - 25.4% შიდა ქართლში. რაც შეეხება თბილისს, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა - 27.7%.

 


„რომ შევადაროთ ეს მონაცემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 28.94 %“, აღნიშნა ანა მიქელაძემ.

 


„საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრაციის პროცესს, მათ შორის, ნებისმიერი ადგილიდან, რაც ცალსახად დადგენილია საარჩევნო კანონმდებლობით. კერძოდ, დამკვირვებელთა უფლებების შესახებ 41-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად: დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და ა.შ. როგორც უკვე აღინიშნა ზოგადად, ამომრჩევლის სახელი, გვარი და სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ცესკოს დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გადაღება რომელიც არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ (სამაგიდო) ვერსია. შესაბამისად, სამაგიდო ვერსიის ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელია და ასევე, საჯაროდ არ გაიცემა სამაგიდო სიის ასლები. ამასთან, რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს პერსონალური მონაცემის - პირადი ნომრის გამოყენება და კომისიის საქმიანობის ხელის შეშლა. როგორც ყველა წინა განცხადებაში, ეხლაც ავღნიშნავთ, რომ არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა ისე უნდა განახორციელონ საკუთარი უფლებები, რომ ამომრჩეველს შეეძლოს ნების თავისუფალი გამოვლენა“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

 


მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროცედურული ხარვეზების შესახებ:

 


ხობის საოლქო საარჩევნო კომისიაში 31# საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში, რომელიც აკინძულია 50 ცალად, აღმოჩნდა ერთი ცალი სხვა ოლქის ბიულეტენი, კონკრეტულად კი, ზუგდიდის #31-ე უბნის ბიულეტენი, რაც სტამბის მიერ ბეჭდვისას დაშვებული შეცდომაა. კომისიამ შეადგინა ოქმი და ეს ბიულეტენი არ იქნება გამოყენებული.

 


გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მარნეულის #89 უბნიდან გაიტაცეს გადასატანი საარჩევნო ყუთი, თუმცა ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინაროებს.

 

 

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი