მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება
21-10-2017, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება.

 


„დღეს დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. გარდა ამისა, ქალაქ თელავში ტელეკომპანია რუსთავი2-ის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადაა ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა.

 


მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე, ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გატარება“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედიის წინაშე წარმოადგინა დოკუმენტები, რომლის მიხედვით ფიქსირდება, რომ აკრედიტაციის დამადასტურებელი ბეჯი გადაცემული ჰქონდა უცხო პირს, რომლის პირადობის ნომერი და სხვა პერსონალური მონაცემები არ ემთხვეოდა ბეჯზე დაფიქსირებული პიროვნების ვინაობას.

 


მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „ყველას ვთხოვთ, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას, რასაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ. ჩვენ მსგავსს არც კი ვცდილობთ და მივცემთ ჩვენს ამომრჩეველს, მიუხედავად იმისა, ვისი მომხრეა, თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს და არამარტო ჩვენს ამომრჩევლებს, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსირონ თავისი პოზიცია და არჩევანი, რათა თბილისი იყოს სიცოცხლის სავსე ქალაქი და საქართველოს ჰქონდეს ძლიერი რეგიონული თვითმმართველობა“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი