ნინო ბურჯანაძე: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო არჩევნები
22-10-2017, 00:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ეს არის „ქართული ოცნების" ბოლო არჩევნები, აღნიშნული განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. 

 

 

როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველმა გუნდმა ყველანაირი მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ თბილისში არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გაემარჯვა.

 

 

„ვფიქრობ, არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ არჩევნების წინა პერიოდი იყო არადემოკრატიული, არაგამჭვირვალე, არათანასწორი. გაგრძელება იყო ის, რაც დღეს მოხდა. არავისთვის ეს სიურპრიზს არ წარმოადგენდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად ეცდებოდა არჩევნების გაყალბებას, მანიპულირებას არჩევნებით იმისთვის, რომ თბილისში მოეპოვებინა ე.წ. უპირატესობა პირველ ტურში, იმიტომ, რომ მას ძალიან ეშინოდა მეორე ტურის და ასევე „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაელაგებინა ხმების ის პროპორცია, რომელიც არის მისთვის მისაღები და მეტნაკლებად ხელსაყრელი.

 

 

ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ეს არის „ქართული ოცნების" ბოლო არჩევნები. ვერც შემდგომ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „ქართული ოცნება“ ვერ ჩაატარებს ისე, როგორც მას უნდა და „ქართული ოცნებისთვის“ ეს ბოლო გამარჯვებაა არჩევნებში.

 


რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მე არ მგონია, რომ საქართველოში იყოს ვინმე ჭკუათმყოფელი, რომელსაც სჯერა, რომ ბოკერიას პარტიამ მიიღო 8, 9 ან 10% და თუნდაც ჩვენმა პარტიამ 3%, სხვა პარტიებმა ზოგმა ცოტა მეტი, ზოგმა ცოტა ნაკლები. ეს არის ის ფანდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს იმისათვის, რომ გააცოცხლოს „ნაციონალური მოძრაობის" ან ერთი ან მეორე ფრთა, აცოცხლოს და ასულდგმულოს იმისათვის, რომ თავისი უუნარო ხელისუფლება გაახანგრძლივოს, მაგრამ არაუშავს, ისიც კარგად ვიცით, ვის გვერდითაც ბოკერია დგება, როგორ ამთავრებს ხოლმე და ზუსტად ასე დაამთავრებს ეს ხელისუფლება", განაცხადა ბურჯანაძემ და ყურადღება იმ კონკრეტულ დარღვევებზე გაამახვილა, რომელიც მისი თქმით, საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი