ცესკოს თავმჯდომარემ თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა
22-10-2017, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მედიას 21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქების მერის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. თამარ ჟვანიამ მედიას 03:30 საათის მდგომარეობით არსებული წინასწარი შედეგები წარუდგინა, - „მინდა გაგაცნოთ ხმის დათვლის ის წინასწარი შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. როგორც მოგეხსენებათ, ხმები ითვლება საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც დგება შემაჯამებელი ოქმები, შემდეგ ისინი იგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც თავის მხრივ ამ მონაცემებს ტვირთავენ ელექტრონულ სისტემაში, საიდანაც დაუყოვნებლივ მოგვეწოდება ოქმები და იტვირთება ვებგვერდზე results.cec.gov.ge; რა თქმა უნდა წინასწარი შედეგები მუშავდება ჩვენი ოპერატორების მიერ; მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია უბნების გარკვეული რაოდენობა, ჯერ-ჯერობით არ არის სრული სურათი, როგორც მოგეხსენებათ სამი საარჩევნო ბიულეტენია თითოეულ უბანზე და დათვლის პროცესს სჭირდება გარკვეული დრო. აქვე აღვნიშნავ, რომ შემოსული ოქმები, რომლებიც ამ შედეგებს ასახავს, როგორც კი შემოვიდა ცესკოში, დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებგვერდზე და თითოეული ოქმის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა.

 


წარმოგიდგენთ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მერის არჩევნების წინასწარ შედეგებს. ეს წინასწარი შედეგები დათვლილია მხოლოდ გარკვეული უბნების მიხედვით, ცხადია მონაცემები შეიცვლება და აუცილებლად განახლდება ჩვენს მიერ. რაც შეეხება მერის არჩევნების ნაწილს, რომელიც ტარდება არამხოლოდ თვითმმართველი ქალაქის, არამედ თვითმმართველი თემის არჩევნებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში გავუშვებთ წინასწარ მონაცემებს დანარჩენი მუნიციპალიტეტების მიხედვით, რაც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასევე უახლოეს საათებში იქნება მონაცემები ხელმისაწვდომი როგორც არჩევნების საერთო, პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში. ცესკო განაგრძობს შემოსული ოქმების ატვირთვას ვებ-გვერდზე და წინასწარი შედეგების განახლებას“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

 

 

 

 

ამ დროის ინფორმაციით, თბილისის 737 უბნიდან მონაცემები დათვლილია 522+3 უბანში (71.23%), რომლის მიხედვითაც პირველ ადგილს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე იკავებს, მას 51.66% უჭერს მხარს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი