ცესკოს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით (22 ოქტომბრის დილის 8:30 სთ), თბილისის 737 უბნიდან მონაცემები დათვლილია 609+3 უბანში (83.04%), რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძეა გასული. მას ხმების 51.49% აქვს მიღებული;
მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილია გასული. მას 17.42% აქვს მიღებული;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილისთვის მიცემული ხმების პროცენტი 16.37-ია და იგი ამ დროისთვის მესამე ადგილს იკავებს.
იხილეთ სრული მონაცემები დაბლა მოცემულ ცხრილში:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.