არჩევნების შემდეგ, უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
23-10-2017, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

 

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომისიის წევრებმა მთავარი პროკურატურისა და შსს-გან მოისმინეს ინფორმაციია 19 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

 

 

როგორც სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა და მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნეს, გამოძიების ამ ეტაპზე იკვეთება, რომ ინციდენტს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

 


„მთავარი პროკურატურის პირველმა მოადგილემ კომისიას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნოდ მოსახლეობის მხარდაჭერისთვის დმანისში ადგილობრივთა „ყურანზე“ დაფიცებასთან დაკავშირებით. როგორც წინა სხდომაზე მომჩივანმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა მომხდარი ფაქტი და შესაბამისი რეკომენდაცია მიიღო, მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონია; დღევანდელ სხდომაზე კი პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინასაგამოძიებო მოქმედებების დროს გამოიკითხა ყველა პირი, ვისაც კი ამ პროცესთან რაიმე შეხება ჰქონდა და დადგინდა, რომ „ყურანზე“ დაფიცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 


ამასთან, კომისიამ განიხილა არჩევნების დღეს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი ვაშაძის მხარდამჭერი ტექსტის დაგზავნის საკითხი.

 

 

კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, უშუალოდ არჩევნების დღეს სააგიტაციო შეტყობინების დაგზავნის საკითხი შეისწავლოს როგორც ცესკო-მ, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

 


გარდა ამისა, კომისიამ იმსჯელა პარტიების წარმომადგენელთა მიერ სამაგიდო სიებზე წვდომისა და მოსული ამომრჩევლის აღრიცხვის შესახებ. აღინიშნა, რომ პარტიული საქმიანობის ნაწილია კოორდინატორთა მუშაობა საარჩევნო უბნის მიმდებარედ, თუმცა, პარტიის აქტივი სამაგიდო სიებში არ უნდა ამოწმებდეს მონაცემებს და ამ სიებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს.

 


კომისიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიისგან მიიღო ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალების ჩამოხევის, გადაფარვისა და დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით.

 


ამასთან, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაცია.

 


უწყებათაშორისმა კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი განცხადებებიც განიხილა, რომლებიც შესაძლო ზეწოლის და სააგიტაციო მასალის დაზიანების − პლაკატების ჩამოხევის ან მასზე სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატის გადაკვრის ფაქტებს უკავშირდებოდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ყველა იმ საკითხს, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა სუბიექტებმა უწყებათაშორის კომისიას მიმართეს, უკვე მოჰყვა რეაგირება; ისინი შს სამინისტროს, მთავარ პროკურატურას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, აუდიტის სამსახურსა და ცესკო-ს გადაეგზავნა. ამ უწყებების წარმომადგენლებმა უწყებათაშორის კომისიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების თაობაზე.

 


გარდა კომისიის წევრების მიერ შემოტანილი განცხადებებისა, სხდომაზე ის შესაძლო დარღვევებიც განიხილეს, რომლებიც უწყებათაშორისმა კომისიამ მედიაში გავრცელებული მასალის მონიტორინგის ფარგლებში მოიპოვა. მედიაში გავრცელებული შესაძლო დარღვევების ფაქტებზე რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება და ისინი შესაბამის უწყებებს ეგზავნება.

 

 

ამდენად, უწყებათაშორის კომისიას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის საშუალება ჰქონდა, მათზე რეაგირების შესახებაც მიეღო ინფორმაცია.

 


სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 


უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

 


უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი - 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.

 


კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა", ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი