შს მინისტრი უმსხვილესი იაპონური ფონდის - „ნიპონის“ თავმჯდომარეს შეხვდა
24-10-2017, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ, უმსხვილესი იაპონური ფონდის - „ნიპონის“ თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა. ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 


გიორგი მღებრიშვილმა იოჰეი სასაკავას ტოკიოში გამართულ სანაპირო დაცვის გლობალურ სამიტში საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენელების მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, შევხვედროდით 30-ზე მეტი ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს და გვემსჯელა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მოგეხსენებათ, სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უწყებაა. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა დამატებითი რესურსები იქნას მოზიდული,“ აღნიშნა შს მინისტრმა.

 


უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა იოჰეი სასაკავას შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შს მინისტრმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. აღნიშნული ცენტრი საზღვაო უშიშროების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტში ჩაბმულ 11 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აერთიანებს.

 


„ჩვენი მიზანია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი წარმოადგენდეს ინფორმაციის აკუმულაციის, ანალიზისა და ურთიერთგაზიარების არა მხოლოდ ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო ჰაბსაც. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საერთო გამოწვევებს ერთიანი ძალებით უნდა ვებრძოლოთ. შესაბამისად, მზად ვართ ჩვენს პარტნიორებს საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ,“ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 


შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. საქართველოს შს მინისტრმა სანაპირო დაცვის ინსტიტუციური განვითარების კუთხით ფონდ „ნიპონთან“ თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი