ბორის ჯონსონი: როგორც არაერთხელ მითქვამს მე და ასევე პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის, ჩვენ შეიძლება ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას და ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას
24-10-2017, 10:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როგორც არაერთხელ მითქვამს მე და ასევე პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის, ჩვენ შეიძლება ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას და ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამბიციად“, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ბორის ჯონსონმა საქართველოს ვიცე პრემიერთან საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ლონდონში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

 


ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი დაინტერესებულია განავითაროს საქართველოსთან თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით და ის უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. მისი თქმით საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის.

 

 

„საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობა ვითარდება. მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის და ჩვენ ამ საკითხებს შევეხებით შეხვედრის დროს. განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთში ბოლო წლებში გაიზარდა ქართული ღვინის იმპორტი და ასევე გიზარდა ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ გავააქტიუროთ თანამშრომლობა და მე მაქვს დიდი სურვილი ვეწვიო საქართველოს უახლოეს მომავალში", განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრექსიტის შემდგომ ორმხრივ სამართლებრივ ფორმატში განავითაროს შეთანხმებები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.

 

 

„ჩვენ ამაყი ვართ ვიდგეთ ბრიტანეთის გვერდით ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხში, ჩვენ ვავითარებთ, არა მხოლოდ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, არამედ ჩვენს პარტნიორობას მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენ ველით ბრექსიტის შემდგომ მტკიცე სამართლებრივი ბაზის შექმნას მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს სავაჭრო-ურთიერთობებს.

 

 

ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომების მიმართ. ველით თანამშრომლობის გაძლიერებას და გაღრმავებას, მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ საქართველოში“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

საქართველოს ვიცე პრემიერისა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ლონდონში 2017 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა. ლონდონში მიმდინარეობს საქართველო - გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - უორდროპის დიალოგის მეოთხე შეხვედრა, რომელიც საზეიმოდ გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გაერთიანებული სამეფოს ევროპისა დ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი