გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს
24-10-2017, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს დაუთმო უორდროპის დიალოგის გახსნაზე საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალან დანკანმა.

 

 

მისი განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილია და ბრიტანული მხარე დაინტერესებულია ვაჭრობის საკითხებში მიმდინარე სახელშეკრულებო პროცესი სწრაფად და წარმატებით წარიმართოს.

 

 

„ჩემი სურვილია, რომ გამოვიჩინოთ მეტი ამბიცია არსებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში რაც კარგი მაგალითი იქნება ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ საგარეო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ თბილისში ჩვენი მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის განსახილველად. ეს დიალოგი კიდევ უქრო გააქტიურდება უახლოეს თვეებში", განაცხადა დანკანმა.



მისი განცხდაებით, ბრიტანელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება მკვეთრად იზრდება, რასაც ადასტურებს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის მიერ ვაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა და უორდროპის დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი ბიზნესფორუმი.



სერ ალან დანკანმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გაქტიურებულ ხალხთაშორის თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ.

 

 

დღეს ორივე მიმართულებით ბევრად მეტი მოქალაქე მოგზაურობს ტურისტული, საგანმანათლებო ან ბიზნესის წარმოების მიზნით ვიდრე ოდესმე. ჩვენ, მთავრობას, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც ტექნიკური, პროფესიული და ხელოვნების მიმართულებებით. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ბრიტანეთის ვიზის აღების პროცესი რაც შეიძლება მარტივი იყოს", განაცხადა ალან დანკანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი