ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება
24-10-2017, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ისრაელში უკვე გაემგზავრა.

 

 

დელეგაციის წევრების თქმით, ვიზიტი ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებას ემსახურება.

 


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, ისრაელში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.

 

 

„საქართველოს ისრაელთან ბევრი მიმართულებით სამაგალითო თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც, წლებთან ერთად, პროგრესულად ვითარდება. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გვექნება საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მოლოდინი მაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ისტორიულ და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას. საუბარი გვექნება პოლიტიკურ მხარდაჭერის, ეკონომიკური ურთიერთობებისა და იმ მნიშვნელოვან პროექტების შესახებ, რასაც ისრაელთან ერთად ვახორციელებთ. ასევე, ვისაუბრებთ საგანმანათლებლო, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვან თემებზე“, აღნიშნა გამგზავრების წინ სოფიო ქაცარავამ.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

 

 

 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გამართულ შეხვედრებზე კოლეგებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

 

 

„საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ისრაელში მიემგზავრება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან მაღალი დონის შეხვედრები გვექნება. განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, როგორც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს, ასევე, ეკონომიკურ საკითხებსა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, მივაწვდით კოლეგებს და პარტნიორებს უახლეს ინფორმაციას პარლამენტის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, ასევე, ჩატარებული არჩევნების შესახებ,. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ისრაელი ჩვენი მტკიცე მოკავშირეა და ეს ვიზიტიც ამ ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურება“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

 

 

„თანამედროვე ურთიერთობაში ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებისაა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. თავისთავად ცხადია, ტერორიზმი, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები არის გამოწვევა არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს - ისრაელისა, არამედ ეს მეტნაკლებად საქართველოსაც შეეხება, ამიტომ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ღირებულია ორივე ქვეყნისთვის და საერთო ჯამში, ეს გამოადგება რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“, აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

როგორც ისრაელში გამგზავრების წინ ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას კიდევ უფრო განმტკიცების.

 

 

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევხვდებით ქნესეთის თავმჯდომარეს, ასევე, ქვეყნის პრეზიდენტს. გვექნება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი, მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნების პარტნიორობაზე, რომელიც არაერთი წელია გრძელდება. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი ჩენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი