საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში დაიწყო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ პირველი შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ციპი ხოტოველთან გამართა.
„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ხალხთაშორისი კავშირების, ასევე, ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული იოელ ედელშტეინთან, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან - ჰილიკ ბართან და იოავ კიშთან გამართავს.
ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატს შეხვდება", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.